Sunday, May 4, 2014

სავარჯიშო

პორტფოლიო

მერვე-მეცხრე მოდულის რეფლექსია

მოუთმენლად ველოდი დღევანდელ მოდულს, ჩვენი სასწავლო პროექტების პრეზენტაციებს, საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებს გავეცანით. მოვახდინეთ მათი პრეზენტაცია, ავტვირთეთვებ- ვებ-გვერძე.
ამით დამთავრდა ჩვენი ტრენინგი! ვშორდებით ერთმანეთს კმაყოფილი და სიახლეებით დატვირთული! წარმატებებს ვუსურვებ ყველას პროფესიულ საქმიანობაში.დიდი მადლობა ნანა ედიშერაშვილს.

Saturday, April 26, 2014

მეექვსე- მეშვიდე მოდულის რეფლექსია

ეს მოდულები დამეხმარა, როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს
თვითრეგულირებად მოსწავლეებად რომ იქცნენ. როგორ დავაკმაყოფილო მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებანი, როგორ შევმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას.




Thursday, April 24, 2014

მეოთხე- მეხუთე მოდულის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა როგორ უნდა ვუზრუნველყო მოსწავლის მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა საპროექტო დავალებებზე მუშაობისას. როგორ ვაფასებ მოსწავლეთა პროგრესს?  როგორ შევუწყო ხელი  მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.
დაწვრილებით განვიხილეთ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. შევქმენით მოსწავლეთა პრეზენტაციის, გაზეთის ნიმუშები.

Sunday, April 20, 2014

მესამე მოდულის რეფლექსია

  ამ ტრენინგზე ვისწავლე ბლოგში პოსტის გამოქვეყნება, დაბრუნება, წაშლა. განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა.მესამე მოდული დამეხმარა, თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.  ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ მოდულის გაცნობით.

Friday, April 11, 2014

მეორე მოდულის რეფლექსია
      ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოყალიბებაზე.მიზნებისა და შეფასების ფორმების განსაზღვრაზე. მეორე მოდული ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის. ამისთვის დიდი მადლობა ქალბატონ ნანას საინტერესო ტრენინგისთვის.

Friday, April 4, 2014

პირველი მოდულის რეფლექსია

ძალიან საინტერესო და სასიამოვნო დღე იყო. კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება შევხვედროდი  ნაცნობ კოლეგებს.
ამ მოდულმა დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო პროცესში. ვისწავლე საქაღალდის შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად. გავეცანი პროექტის შაბლონს. პორტფოლიოს რუბრიკას და პროექტის პორტფოლიოს ნიმუშებს. ყოველივე ეს დამეხმარება სამომავლოდ პროექტის დაგეგმვაში.